მნიშვნელოვანირეგიონი
ამ წუთებში ძლიერი სეტყვაა ყვარლში
ამ წუთებში, ძლიერი სეტყვაა ყვარლის მუნიციპალიტეტში.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისეტყვება როგორც ქალაქი ყვარელი, ასევე რამდენიმე სოფელი.
რადიო ჰერეთისათვის ცნობილია, რომ ამ დროისათვის საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილი და საოჯახო ბოსტნები სრულად განადგურებულია.
რა მდგომარეობაა სოფლების მიმდებარედ მსხმოიარე ვენახებსა და ხეხილის ბაღებში ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
ძლიერი სეტყვა, წვიმა და ქარი დაახლოებით თხუთმეტი წუთის წინ დაიწყო.