ამ წუთში არ საჭიროებს ჰოსპიტალიზებას, თუმცა ათ წუთში რა იქნება, არ ვიცი..” – პირადი ექიმი სააკაშვილზე
შიმშილობის 26-ე დღე – მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში პირადმა ექიმმა კიდევ ერთხელ მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა ისეთივეა,როგორიც წინა დღეს.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორც იყო გუშინ. გავიარეთ ტესტების ანალიზი, ასე თუ ისე არაუშავს – პასუხები ნორმალური არ არის, მაგრამ თუ ავიღებთ თავის შიმშილობასთან კონტექსტში… არაფრის დიდებით არ წავა გლდანის საავადმყოფოში… ამ წუთში არ საჭიროებს ჰოსპიტალიზებას, თუმცა ათ წუთში რა იქნება, არ ვიცი…” – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკევს,ის დაკავების შემდეგ შიმშილობს.
როგორც მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, მისი მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზება,მარავალპროფილურ კლინიკაში. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ გართულდება სააკაშვილის ჯანმრთელობა, მას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, რაზეც სააკაშვილი უარს აცხადებს.