ამაღლობელი თვლის რომ ,,შეძლებს უდანაშაულობის დამტკიცებას,,

არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს,- ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან სასამართლო დარბაზიდან გაავრცელა.
როგორც ამაღლობელი აღნიშნავს, მას სჯერა, რომ შეძლებს უდანაშაულობის დამტკიცებას.
„არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა, ამიტომ მჯერა მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას“, – წერს ამაღლობელი წერილში, რომელსაც „ბათუმელები“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელმა მისი პოზიცია წერილობით მას შემდეგ გაავრცელა, რაც ტექნიკური ხარვეზების გამო, სასამართლო დარბაზში მის მიერ გაკეთებული განცხადება არ ისმოდა.
მზია ამაღლობელის წერილი მას შემდეგ გავრცელდა, რაც სხდომაზე „ტექნიკური ხარვეზების“ გამო დარბაზში მისი სიტყვები არ ისმოდა.
გამოცემა „პუბლიკის“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი, რომელიც სხდომაზე იმყოფება, იუწყება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბადრაგები ამაღლობელს არ აძლევდნენ ადვოკატებისათვის ფურცლის გადაცემის შესაძლებლობას. დღეს იმართება წინასასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გამოაცხადოს, შეცვლის თუ არა აღკვეთის ღონისძიებას, დაუშვებს თუ არა მტკიცებულებებს და განიხილავს თუ არა საქმეს არსებითად.
სასამართლოს შენობაში და მის გარეთ შეიკრიბნენ მზია ამაღლობელის კოლეგები, ჟურნალისტები, მისი მხარდამჭერები, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და საელჩოების წარმომადგენლები.
სასამართლოში იმყოფება საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი. ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება, – როდესაც არაერთი შემთხვევა არსებობს საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაშივე, სადაც პოლიციელებისადმი უფრო უხეში მოპყრობა არ ჩათვლილა „პოლიციელზე თავდასხმად“, ან არ გამოიყენა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად.
მზია ამაღლობელს ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.