მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ამბროლაური მდგრადი განვითარების ფესტივალს მასპინძლობს [live]

დღეს ამბროლაური მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „მდგრადი განვითარება ყველასთვის, ხოლო მისი  ორგანიზატორია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში.

ფესტივალს დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული ელჩები, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის მაცხოვრებლები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ბიზნეს-კომპანიები.

ფესტივალის პროგრამა აგებულია მდგრადი განვითარების მთავარი თემების გარშემო – ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა, მშვიდობა, პარტნიორობა.

ფესტივალის მსვლელობაში ამბროლაური მდგრადი განვითარების ქალაქად გადაიქცევა. ქუჩებში, მოედნებსა და სკვერებში სხვადასხვა სახის აქტივობები ჩატარდება – სპორტული, საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი ღონისძიებები, სახალისო სემინარები ტექნოლოგიებში, გამოფენები და საუბრები. დღის ბოლოს გაიმართება ადგილობრივ ფერმერთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც გაეროს სხვდასხვა პროექტში მონაწილე ფერმერები ჩაერთვებიან. ფესტივალი დაიხურება კონცერტით ცნობილი მომღერლებისა და ჯგუფების მონაწილეობით.  გაეროსთან ერთად ფესტივალის მხარდამჭერები და მონაწილეები არიან გაეროს პარტნიორები და დონორები .    

ფესტივალის წინა დღეს, 6 ივნისს, გაიმართება მედია-ტური საქართველოს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებისთვის. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს  გაეროს განვითარების პროგრამისა  და შვეიცარიის მთავრობის მიერ რაჭაში განხორციელებული პროექტები, შეხვდნენ მცირე ფერმერებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს.            

ამბროლაურიდან პირდაპირ ეთერში გვერთვება ჩვენი კორესპონდენტი მარიამ ნამგალაძე ►

მსგავსი პოსტები

Back to top button