ამერიკა ჰონდურასის ექსპრეზიდენტის ექსტრადიციას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ჰონდურასის ექს-პრეზიდენტ რაფაელ კალიეხასის ექსტრადიციის იდეით გამოდის.
ცენტრალური ამერიკის ყოფილი პირველი პირი ფიფას კორუფციულ სკანდალშია ეჭვმიტანილი.

„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მოგვმართა თხოვნით, რომ რაფაელ ლეონარდო კალიეხასი მათთვის გადაგვეცა, რადგან იგი ფიფას კორუფციულ სკანდალში ფიგურირებს“ – ნათქვამია ჰონდურასის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ციურიხის პოლიციამ რეიდის შედეგად უკვე დააკავა კომნებოლის (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის) პრეზიდენტი ხუან ანხელ ნაპოუტი და კონკაკაფის (ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების საფეხბურთო კონფედერაცია) პრეზიდენტი ალფრედო ჰავიტი.

ჰონდურასის ხელისუფლების განცხადებით, ისინი მზად არიან კანონის ფარგლებში ამერიკელებს ყველანაირად დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ლეონარდო კალიეხას რომერო ჰონდურასის პრეზიდენტი 1990-94 წლებში იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button