რეგიონისაქართველოსიახლეები

ქედაში ადგილობრივმა შვლის ახალშობილი ნუკრი იპოვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის ტერიტორიაზე, ტყეში ადგილობრივმა მცხოვრებმა შვლის ახალშობილი ნუკრი იპოვა. ინფორმაციას “კვირა” ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მოქალაქემ აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.

ადგილზე გავიდნენ ქედის პოლიციის თანამშრომლები და შველი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აცნობეს და ცხოველი მათ წარმომადგენლებს გადასცეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button