ამერიკამ რუსული გაყინული აქტივები შესაძლოა უკრაინის აღსადგენად გამოიყენოს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაყინა 8 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული სუვერენული აქტივები, რომელთა ძირითადი ნაწილიც ევროკავშირსა და იაპონიაშია განთავსებული.ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელზე უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში პენი პრიცკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, პერი პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივები გამოყენებული უნდა იყოს უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის.მისივე თქმით, შესაბამისი იურიდიული გუნდები ამ საკითხზე საგანგებოდ მუშაობენ.
თუმცა აღსანიშნავია, დასავლურ ქვეყნებში ამგვარი ნაბიჯის კანონიერებისა და მართებულობის შესახებ ჯერ კიდევ არსებობს კითხვები.
”საკითხს არა იურიდიული, არამედ ეთიკური და მორალური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, იმ ნგრევის გათვალისწინებით, რაც რუსეთმა უკრაინაში გამოიწვია, თქვენ იცით, რომ მათაც უნდა შეიტანონ სათანადო წვლილი უკრაინის აღდგენაში. თუ სამართლებრივად როგორ მოხერხდება ეს, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს”, – განაცხადა პრიცკერმა.
აშშ-ის სენატში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ჯო ბაიდენს მისცემს უფლებას, ჩამოართვას რუსეთს სუვერენული აქტივები და გადასცეს ისინი კიევს უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისთვის, მაგრამ არსებობს ეჭვები აშშ-სა და ევროკავშირის ადმინისტრაციებში ასეთი ნაბიჯის სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებით, რამაც გაართულა დასავლელ მოკავშირეებს შორის გეგმის შეთანხმება.
გასული წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთი სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული სუვერენული აქტივები გაყინეს. ზოგიერთმა ქვეყანამ მოითხოვა ეს თანხა კიევისთვის დაფინანსების უზრუნველსაყოფად ყოფილიყო გამოყენებული. მაგრამ სხვა დაინტერესებული მხარეები – მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკი – მაინც გამოთქვამდა სიფრთხილეს ამგვარი ნაბიჯის კანონიერებისა და შედეგების შესახებ.
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის საზღვაო ძალებს სარადარო აღჭურვილობის კომპლექტები გადასცა.
„ამ სარადარო აღჭურვილობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება როგორც უკრაინის ტერიტორიული წყლების დასაცავად, ასევე მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა.
სარადარო დანადგარები შექმნილია საზღვაო მეთვალყურეობისთვის. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღჭურვილობა უკრაინის საზღვაო ძალების საჭიროებებისა და მოთხოვნების საფუძველზე გაგზავნეს. მოცულობა და ღირებულება მითითებული არ არის.
ცნობისთვის, სამხედრო ტექნიკის რეგულარული მიწოდების გარდა, ლიეტუვა ამზადებს უკრაინელ სამხედროებს, მკურნალობს და რეაბილიტაციაში ეხმარება დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს, ამზადებს ექსპერტთა კონსულტაციებს და გამოყოფს სახსრებს საერთაშორისო ფონდებში უკრაინის მხარდასაჭერად.