ამერიკამ თელავს ნაგვის გადამტანი სპეციალური მანქანა გადასცა
თელავს აშშ-ს საგრაფო კატავბას მხრიდან საჩუქრად 100 000 დოლარზე მეტად შეფასებული თანამედროვე სტანდარტების მქონე ნაგვის გადამტანი სპეციალური მანქანა გადაეცა.
10 დღიანი ვიზიტის ფარგლებში თელავის დელეგაციას ჩრ. კაროლინის შტატში საგრაფო კატავბას დელეგაციამ უმასპინძლა.
როგორც რადიო „ჰერეთს“ ამერიკიდან დაბრუნებულმა თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ განუცხადა, აღნიშნული ვიზიტის მიზანს მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარება და მყარი ნარჩენების მართვის კუთხით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმარება წარმოადგენდა.
კალმახელიძის თქმითვე, საპასუხო ვიზიტს თელავში სექტემბერში ელოდებიან, სადაც მხარეები ნარჩენების მართვის კუთხით დეტალურ საკითხებს ადგილზე განიხილავენ.