მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ამერიკასა და კანადაში რეკორდულად მაღალი სიცხე დაფიქსირდა

Reuters-ის ინფორმაციით აშშ-სა და კანადაში სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დღითი-დღე იზრდება. აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ორეგანოს შტატში 1 კვირის განმავლობაში სიცხისგან გარდაცვალების 63 შემთხვევა , ხოლო კანადაში კი – მოულოდნელი გარდაცვალების 486 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები იუწყებიან, ზაფხულის გაგრძელებასა და ტემპერატურის ზრდასთან ერთად მომხდარი შესაძლოა კვლავ განმეორდეს.

კანადაში, სოფელ ლიტონში რეკორდულად მაღალი – 49 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა. მანამდე ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს არასოდეს გასცდენია.

მსგავსი პოსტები

Back to top button