ამერიკაში საჰაერო ინციდენტების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა [Video]

კალიფორნიაში ერთმანეთს 2 თვითმფრინავი, ჩიკაგოში კი 2 პარაშუტისტი შეეჯახა. ორივე ინციდენტის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა.

სან-დიეგოში, მექსიკის საზღვართან ორი საჰაერო ხომალდი – Sabreliner და Cessna 172 ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, – გადმოსცემს USA Today.

კატასტროფის ადგილს ხანძარი გაუჩნდა, რომლის ლიკვიდაციის დროს, ერთი მეხანძრე დაშავდა. იგი, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩიკაგოში, ღონისძიების – Chicago Air & Water Show ჩატარების დროს, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი მებრძოლი-პარაშუტისტი, ილეთის შესრულების დროს, ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა. სერჟანტ კორი ჰუდმა, სათადარიგო პარაშუტის გამოყენებით, ავარიული დაშვება სცადა, მაგრამ საცხოვრებელ სახლს შეეჯახა და დიდი სიმაღლიდან მიწაზე დაეცა, – იუწყება Chicago Tribune.

მამაკაცი, კრიტიკულ მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმების ცდის მიუხედავად, იგი გარდაიცვალა. მეორე პარაშუტისტი მსუბუქად დაშავდა, მან მარტო ფეხი მოიტეხა.

კორი ჰუდი ჯარში 10 წელი მსახურობდა. ამ ხნის განმავლობაში, მან პარაშუტის მეშვეობით, 500 დაშვება განახორციელა.

ინციდენტის ამსახველი ფრაგმენტი ABC News-მა გაავრცელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button