ამერიკაში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა [Video]

მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ პლეინვილში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლს მსუბუქმოტორიანი კერძო თვითმფრინავი დაეცა. 3 ადამიანი დაიღუპა, – იუწყება The Boston Herald.

ინციდენტი, კვირას, ადგილობრივი დროით, 17:45 წუთზე მოხდა. ავარიის დროს, Beechcraft BE36 -ის ტიპის თვითმფრინავის ბორტზე 3 ადამიანი იმყოფებოდა: პილოტი და ორი მგზავრი, მათ შორის, ერთი ბავშვი იყო. სამივე დაიღუპა, – გვაცნობებს The Boston Globe.

ავარიის შედეგად, შენობას ცეცხლი მოეკიდა. საბედნიეროდ, სახლის ყველა მცხოვრები გადარჩა.

კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პოლიცია გამოძიებაზე მუშაობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button