აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში მცხოვრებ პროგრამისტს, სტეფან ტომასს დაავიწყდა ელექტრონული საფულის პაროლი, რომელზეც 7 000-ზე მეტ ბიტკოინს (240 მილიონ დოლარს) ინახავდა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს.
2010 წელს ტომასი კრიპტოვალუტებით დაინტერესდა და 2011 წელს გამოაქვეყნა ვიდეო, სახელწოდებით „რა არის ბიტკოინი?“, რომელშიც მოკლედ ახსნა კრიპტოვალუტის კონცეფცია. ერთ-ერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა ვიდეოს ნახვის შემდეგ ტომასს 7 002 ბიტკოინი აჩუქა, როდესაც 1 ბიტკოინის ფასი 1 დოლარი იყო. ტომასმა ელექტრონული საფულის პაროლი დაცულ მყარ დისკზე შეინახა და ფურცელზე ჩაიწერა, შემდეგ კი ეს ფურცელი დაკარგა.
დაცული მყარი დისკი ავტორიზაციის მხოლოდ 10 მცდელობას ითვალისწინებს, რის შემდეგაც მასზე არსებული ინფორმაცია საერთოდ იშლება. ამ დროისთვის ტომასმა დისკზე შესვლა რვაჯერ სცადა და ყველა შემთხვევა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ამჟამად 1 ბიტკოინის ფასი 34 500 დოლარია, შესაბამისად, ქონება, რომელზეც სტეფან ტომასი წვდომას ვერ იბრუნებს, 240 მილიონ დოლარს აღწევს. პროგრამისტი აცხადებს, რომ აღარ შეეცდება მყარ დისკზე შესვლას და დაელოდება დროს, როდესაც კრიპტოგრაფები რთული პაროლების ახალ მეთოდებს გამოიგონებენ.