ამერიკელ ქალს ეგონა, რომ ყოფილი საყვარლის მანქანა დაწვა [Video]

ქალაქ კლირუოტერში (შტატ ფლორიდა) 19 წლის ამერიკელმა, კარმენ შაბლიმ ყოფილ ბოიფრენდზე შურისძიების მიზნით მისი ავტომობილის დაწვა გადაწყვიტა, მაგრამ შეცდომით სხვის მანქანას მოუკიდა ცეცხლი.

ვიდეო, რომელზეც აღნიშნული ინციდენტია ასახული, ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის Facebook-გვერდზეა განთავსებული.
ფირზე ის მომენტი ჩანს, როცა შაბლი მსუბუქ ავტომობილ Honda-ს საბარგულს ცეცხლს უკიდებს.
შაბლიმ დაკავების შემდეგ პოლიციას აუხსნა, რომ ყოფილ ბოიფრენდზე შურისძიებას აპირებდა, მაგრამ შეცდომით სხვისი ქონება გაანადგურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button