ამერიკელები ფულს ბანკომატიდან სმარტფონების მეშვეობით მოხსნიან [Video]

აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა, Bank Of America-მ და Wells Farg-მა მობილური ფუნქციონალით აღჭურვილი ბანკომატების დამონტაჟება დაიწყეს, – გვაცნობებს სააგენტო ATM marketplace.

ახალი ბანკომატები ფინანსურ ოპერაციებს საბანკო ბარათების გარეშე ახორციელებენ. კლიენტებს მეტი აღარ დასჭირდებათ პლასტიკური ბარათი, ვინაიდან მის ფუნქციას სმარტფონი შეასრულებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პირველ 70 ათას ბანკომატს აშშ-ის უმსხვილეს ქალაქებში დააყენებენ.

Bank Of America და Wells Farg-ი ბანკომატთა ქსელის მოდერნიზაციას საგადასახადო ტექნოლოგიების მიმწოდებელ კომპანია FIS-თან ერთად აწარმოებენ. აღნიშნული კომპანია სხვადასხვა ფინანსურ დანადგარებთან მობილური წვდომის შემუშავებაზე 2013 წლიდან მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად FIS-მა ჩაუშვა Cardless Cash Access პროექტი, რომლის სისტემა ბანკომატებთან წვდომას QR-კოდის მეშვეობით ახორციელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button