ამერიკელები წყალზე იცხოვრებენ
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2016/08/i_c63562a7dea29539b7a41cc1c22f5e5a_1470242379516027_0.jpg)
2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჯერ არ დაწყებულა, რიოში ჩასული სპორტსმენები კი ოლიმპიურ სოფელში არსებული არცთუ კარგი პირობებით უკმაყოფილებას ყოველდღიურად გამოთქვამენ. აღნიშნულ პრობლემასთან გასამკლავებლად იოლ გზას აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა მიაგნო, რომელიც ოლიმპიადის მიმდინარეობისას არა ხმელეთზე, არამედ წყალზე იცხოვრებს.
ამერიკელი ვარსკვლავები, რომლებიც მაღალი ანაზღაურებიდან გამომდინარე, ფუფუნებაში ცხოვრებას არიან დაჩვეულნი, ბინას ერთ-ერთ ცნობილ საკრუიზო გემზე დაიდებენ, რომლის სახელწოდებაც “ვერცხლისფერი ღრუბელი” გახლავთ.
ცხადია, ლაინერი უძვირფასესად არის მოწყობილი და “შინ” დაბრუნებულ კალათბურთელებს ძალების აღსადგენად და გასართობად ყველა პირობა ექნებათ შექმნილი. რაც შეეხება უშუალოდ საკალათბურთო ტურნირს, მორიგმა “დრიმ თიმმა” ძალიან უნდა მოინდომოს, რომ ბრაზილიაში ოქროს მედლების გარეშე დარჩეს.