მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ამერიკელების აზრით აშშ ზედმეტად ბევრ დახმარებას უწევს უკრაინას

აშშ-ის პრეზიდენტი შესაძლოა პოლონეთში ზელენსკის შეხვდეს

გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, სულ უფრო მეტი ამერიკელი მიიჩნევს, რომ აშშ ზედმეტად ბევრ დახმარებას უწევს უკრაინას.

გამოცემის თანახმად, კვლევაში 5 152 -მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მეოთხედი, ანუ 25% მიიჩნევს, რომ უკრაინა ზედმეტად ბევრ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. რაც 6%-ით უფრო მეტია, ვიდრე სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგი და 19%-ით მეტი, მარტის შემდეგ.

თუმცა, გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ ამერიკა სწორი რაოდენობის დახმარებას უწევს ქვეყანას. გამოკითხულთა 20%-ს სურს, რომ აშშ-მა უკრაინას დამატებითი დახმარება გაუწიოს. 20%-ზე მეტს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ იმ ამერიკელების წილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ აშშ-მა ზედმეტად ბევრი დახმარება გაუწია უკრაინას ეკონომიკური დახმარებისა და შეიარაღების თვალსაზრისით, რესპუბლიკელთა შორის უფრო მაღალია და 40 %-ს შეადგენს. ათიდან ექვსი დემოკრატი და დემოკრატების მხარდამჭერი კი თვლის, რომ აშშ საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, დაახლოებით 23%-კი თვლის, რომ ეს მხარდაჭერა არასაკმარისია.

აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შესაძლოა, თვის ბოლოს პოლონეთში შეხვდნენ. ამის შესახებ პოლონური მედია იუწყება.

როგორც გამოცემა Dziennik Gazeta Prawna წერს, ჯო ბაიდენის ვიზიტისას, გამორიცხული არ არის, რომ პოლონეთს ვოლოდიმირ ზელენსკიც ეწვიოს.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრის სავარაუდო ადგილად ქალაქები – ჟეშუვი და ვარშავა სახელდება.

როგორც კიევში დიპლომატიურმა წყარომ გამოცემას განუცხადა, შეხვედრაზე „უკრაინის პრეზიდენტი წარადგენს სამშვიდობო გეგმას და უკრაინის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებისკენ მოუწოდებს“.

ამჟამად ყველა მხარე განიხილავს მოლაპარაკებების ამ ფორმატს – ინფორმაციას უკრაინული UNIAN -ი პოლონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, უკრაინული მხარე უკვე ამზადებს შესაძლო მოლაპარაკებების პროგრამას.

გამოცემის თანახმად, ზელენსკი გეგმავს ბაიდენს წარუდგინოს 10 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, მათ შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზეც, რომელიც გამოიძიებს რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს.

პარალელურად, მოლაპარაკებები წარიმართება უკრაინის შეიარაღებაზე, კერძოდ, აშშ-ს ნებართვით პოლონეთიდან თვითმფრინავების სავარაუდო გადატანაზე.

ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არც ამერიკული და არც უკრაინული მხარე ოფიციალურად არ ადასტურებს.
როგორც მედია წერს, პრეზიდენტი ბაიდენი ევროპაში ვიზიტს უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ქვეყნის მხარდასაჭერად გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button