ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის, ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეისწავლოს, თბილისშია

ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლსმიტი, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ისტორია უნდა შეისწავლოს, თბილისშია. იგი დღეს, 28 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, უახლოეს საათებში საქართველოში ასევე ჩამოვა შვეიცარიელი ექსპერტი, მომდევნო დღეებში კი ქვეყანაში კიდევ ორ ამერიკელ სამედიცინო ექსპერტს ელოდებიან. მათ ასევე დაემატება ერთი ექსპერტი, რომელიც დისტანციურად იმუშავებს. ისინი მიხეილ სააკაშვილს ხვალ, 29 აგვისტოს მოინახულებენ კლინიკა “ვივამედში”.
გარდა ამისა საქართველოში ახლახან ჩამოსული ამერიკელი ექსპერტი უკვე შეხვდა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს.
„მათი მიზანია, რომ ქართველ ექსპერტებთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთონ და საბოლოო ჯამში დაწერონ სასამართლოს სამედიცინო ფსიქიატრიული დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მაღალ დონეზე იქნა აწეული ჩემს მიერ ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან, არ გაჩენილიყო ზედმეტი კითხვები ექსპერტიზის პროფესიონალიზმის და მიკერძოებულობის შესახებ. მოგეხსენებათ, საქართველო გაყოფილია ორ ნაწილად, რაც ხელს უშლის სამართალწარმოებას და სამართლიანობის პრინციპს – რათა ეს პრინციპი ყოფილიყო დაცული, მოვიწვიეთ მსოფლიოში ყველაზე მეტად ავტორიტეტული ექსპერტები“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ექსპერტებმა უნდა მოამზადონ სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
“ჩამოვიდა ამერიკელი ექსპერტი, გამთენიისას, 4 საათზე ჩამოფრინდება შვეიცარიელი და ამ დღეებში ჩამოვა კიდევ 2 ამერიკელი ექსპერტი. ერთი იმუშავებს დისტანციურად. მიზანია, დაწერონ სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე”, – უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
უცხოელი სამედიცინო ექსპერტები კლინიკა „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილს ხვალ მოინახულებენ და საქართველოში სულ მცირე 3 დღით დარჩებიან. უახლოეს დღეებში მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრა ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენლებთან, რომელთაც პატიმრობაში მყოფი მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა უკვე მოამზადეს.
გარდა ამისა, უცხოელი ექსპერტები გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრას.
ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ორ სამედიცინო ექსპერტზე უწყებას თანხმობა გაცემული აქვს.
იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი უკვე 3 თვეა, 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკაში, “ვივამედში” მკურნალობს. მისი ადვოკატები და ცენტრ “ემპათიის” თანამშრომლები ამბობდნენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.
მიხეილ სააკაშვილი ორი დღის წინ ვინახულე და ვაზიარე. არ გასულა დიდი ხანი რაც ვნახე და იმის შემდეგ, კიდევ 2 კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც ვფიქრობ, სავალალოა , – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
მეუფე ნიკილოზის განცხადებით, ,,როდესაც ადამიანი წონაში იკლებს ამაში ცუდი არაფერი არ არის და კარგია”, მაგრამ თუ ეს ავადმოყოფობის გამო ხდება, ცუდი და საგანგაშოა.
მისივე ინფორმაციით, საავამდყოფოში ყოფნის პერიოდში სააკაშვილს 13 კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია.
,,მიხეილ სააკაშვილი ბოლოს ვინახულე ორი დღის წინ და ვაზიარე. არ არის დიდი ხანი, რაც ვნახე და იმის შემდეგ კიდევ 2 კილო აქვს დაკლებული, ვფიქრობ ეს სავალალოა. თუ ადამიანი იკლებს ავადმყოფობის გამო ეს არის ცუდი და საგანგაშო. 13 კილოგრამი აქვს დაკლებული საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, რაც შემაშფოთებელია ნამდვილად.
თუ მისი ფიზიკური განკურნება მოხდება ქვეყნის შიგნით, ჩვენი სამედიცინო პერსონალის მიერ ძალიან კარგი, თუ ვერ მოხერხდება, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გადაყვანა საზღვარგარეთ”, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი პროტესტის შეწყვეტას დასთანხმდა, თუ სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს.