
“სერფ-გიტარის მეფე” დიკ დეილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსი სამხრეთ კაროლინაში საავადმყოფოში დაიღუპა, ხოლო გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
დიკ დეილი მუსიკალური სტილის, სერფ-როკის ერთ-ერთი პიონერად მიიჩნევა. მას „სერფ-გიტარის მეფეს“ უწოდებდნენ. გიტარაზე დეილის დაკვრის მანერებმა გავლენა იქონია სხვა ცნობილ გიტარისტებზე, მაგალითად ჯიმი ჰენდრიქსზე და ედი ვან ჰალენზე.