მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს, სახელწოდებით – “ამერიკის პარტია”

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა გამოაცხადა ახალი პოლიტიკური პარტიის, „ამერიკის“ შექმნის შესახებ.

გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ X-ში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ მიიღეს. „დამოუკიდებლობის დღე იდეალური მომენტია იმისთვის, რომ საკუთარ თავს ჰკითხოთ, გსურთ თუ არა ორპარტიული (ზოგიერთი იტყვის, ერთპარტიული) სისტემისგან დამოუკიდებლობა“ – დაწერა მასკმა 4 ივლისს.

მისი თქმით, ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზაა „სენატში ორი-სამი და წარმომადგენელთა პალატაში- რვა-ათი ადგილის დაკავება“. „ეს საკმარისი იქნებოდა საკამათო კანონმდებლობაზე გადამწყვეტი ხმის მისაცემად, რაც უზრუნველყოფს, რომ ის ხალხის ნამდვილ ნებას წარმოადგენს“, – თქვა მასკმა.

“დღეს შეიქმნა “ამერიკის პარტია”, რათა დაგიბრუნოთ თავისუფლება”, – დაწერა მან საკუთარ სოციალურ ქსელ X-ში.

იქამდე, მასკმა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანი ჩაერთო. გამოკითხვის მონაწილეთა 65%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა იდეას “ორპარტიული სისტემისგან დამოუკიდებლობის შესახებ”.

“გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია? თქვენ ის გექნებათ!”, – განაცხადა მასკმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. მეორე დღეს მილიარდერმა პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა. ამას წინ უძღოდა მასკსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის კონფლიქტი, რომელიც დაიწყო მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მასკის წასვლის შემდეგ. მან საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება ტრამპის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტისა და გადასახადების შემცირების გახანგრძლივების შესახებ

კანონის მიმართ, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა „დიდი და ლამაზი კანონი“ უწოდა. მასკმა კანონს „ამაზრზენ საზიზღრობად“ შეაფასა. მისი აზრით, დოკუმენტის მიღება მკვეთრად გაზრდის ისედაც უზარმაზარ აშშ-ის ეროვნულ ვალს.

3 ივლისს აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა ეს კანონპროექტი, ტრამპმა კი მას ხელი მოაწერა ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს.

• კანონი ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას, მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დაფინანსებას და 4.5 ტრილიონი დოლარის ოდენობის გადასახადების შემცირების გაგრძელებას, ასევე სოციალური პროგრამების, მათ შორის ფედერალური სასურსათო დახმარებისა და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის, Medicaid-ის, ძლიერ შემცირებას. ზოგიერთი შეფასებით, 12 მილიონამდე ამერიკელმა შეიძლება დაკარგოს ჯანმრთელობის დაზღვევა.

• ამ ხარჯების დაფინანსება ნაწილობრივ მოხდება მწვანე ენერგიისა და ელექტრომობილების სუბსიდიების გაუქმებით. ამან გამოიწვია საჯარო კონფლიქტი ტრამპსა და მასკს შორის. მილიარდერმა სუბსიდიების გაუქმებას „მომავალზე დარტყმა“ უწოდა და სოციალურ მედიაში მკვეთრად გააკრიტიკა თეთრი სახლი.

29 მაისს ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა (DOGE), თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვებამდე ერთი დღით ადრე მან თქვა, რომ არ მოსწონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც მსხვილ ხარჯებს შეეხებოდა და გადასახადების მასშტაბურ შემცირებას მოიცავდა.

ამის შემდეგ, 3 ივნისს დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის საჯარო დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ – ვრცლად.

საჯარო დაპირისპირების ფონზე, ილონ მასკი X-ზე პოსტში დაეთანხმა მოსაზრებას დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისა და მისი ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსით ჩანაცვლების შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button