ამერიკელი მილიარდერი “ფორმულა -1”-ს 8 მილიარდ დოლარად ყიდულობს

მილიარდერ ჯონ მელოუნის კომპანია Liberty Media-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ კომპანია Formula One Group-ს ყიდულობს, რომელიც “ფორმულა -1”-ის ავტორბოლების ბიზნესის მფლობელია, – გვაცნობებს პორტალი

მიმდინარე მომენტში Liberty Media-მ Formula One-ის 746 მილიონი დილარის ღირებულების აქციების 18,7% შეიძინა, მომავალში კი აქციების 100%-ის შეძენას გეგმავს. გარიგება 2017 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს.

Liberty Media “ფორმულა -1”-ის სრულ პაკეტში 4,4 მილიარდ დოლარს გადაიხდის, აგრეთვე თავის თავზე აიღებს Formula One-ის ვალებსა და უფლება-მოვალეობებს. ჯამში გარიგების საერთო საფასური იმ თანხის გათვალისწინებით, რომელიც Formula One-ის ანგარიშებზე ინახება, 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

2015 წელს “ფორმულა -1”-ის შემოსავალმა 1,7 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაგრამ EBITDA-ს მოგებამ 4%-მდე დაიწია და 464 მილიონი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ჯონ მელოუნი Forbes-ის მილიარდერთა სიაში 184-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 5,8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button