მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ამერიკელი სენატორები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებიან

ამერიკელი სენატორები საოკუპაციო ხაზთან ვითარების გასაცნობად ჩავიდნენ. მათთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობერტ პორტმანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე რაიონში ჩავიდნენ. სენატორებს მეგზურობას უწევენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებმაც სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოების მხრივ შექმნილ სიტუაციაზე და ყურადღება გაამახვილეს ე.წ. ბორდერიზაციაზე – მავთულხლართებზე, სამეთვალყურეო საგუშაგოებსა და „სასაზღვრო ნიშნებზე“.

შეგახსნებთ, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი რობერტ პორტმანი საქართველოს გვიან ღამით ესტუმრნენ.

ამერიკელი სენატორები ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button