ამერიკელმა ჭკვიანი “კანქვეშა” ავტომატი შექმნა [Video]

ამერიკელმა გამომგონებელმა, ამალ გრააფსტრამ მსოფლიოში პირველი ცეცხლსასროლი სმარტ-იარაღი წარმოადგინა, რომელიც კანქვეშა ჩიპის მეშვეობით აქტიურდება, – გვაცნობებს Motherboard.

ავტომატიდან გასროლა, სხეულში შეყვანილი იმპლანტის წყალობით, მხოლოდ იარაღის მფლობელს შეუძლია. ასევე, შეუძლებელია გაჯეტის წართმევა ან დაკარგვა, ვინაიდან მას დაბლოკვის ფუნქცია გააჩნია.

გრააფსტრას ლაბორატორია მის ავტოფარეხშია განთავსებული. თავად გამომგონებელი საკუთარ თავს “ბიოჰაკერს” უწოდებს, ხოლო მისი კომპანია Dangerous Things-ი იმპლანტებზე 2000-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობს.

გამომგონებელს მიაჩნია, რომ ჩიპირება აშშ-ში იარაღზე კონტროლის ოპტიმიზაციას მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს.

მსგავსი პოსტები

Back to top button