ამერიკელმა ელექტრო-სიგარეტის აფეთქების შედეგად კბილები დაკარგა [Photo/Video]

შტატ აიდაჰოს მკვიდრმა ელექტრო-სიგარეტის მოწევის დროს პირი დაიზიანა. ენდრიუ ჰოლს არომატული სითხით სავსე ვეიპი გაურკვეველი მიზეზით პირდაპირ მოწევის დროს აუფეთქდა, გვაცნობებს პორტალი couriermail.com.au.

ჰოლმა აფეთქების შედეგად 7 კბილი დაკარგა და ტუჩები დაიწვა. ამჟამად იგი ჰოსპიტალში მკურნალობს, მაგრამ ძალიან უჭირს საკვების მიღება და საუბარი.

პორტალი აღნიშნავს, რომ მომხმარებლებს ელექრო-სიგარეტები ხშირად უფეთქდებათ. მსოფლიოში უკვე რამდენიმე მსგავსი ინციდენტი დაფიქსირდა.

[print_gllr id=51380]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button