ამერიკელმა ინდაურებმა მკვდარი კატის გარშემო “მისტიკური” ფერხული გამართეს [Video]

Twitter-ის ამერიკელმა მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც 2 ათეული ინდაური მანქანის მიერ გატანილი კატის ირგვლივ წრეს არტყამენ.

გამოცემა Vice რამდენიმე ორნითოლოგს დაუკავშირდა და უცნაური ფენომენის ახსნა სთხოვა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგმა, პროფესორმა თომას კუმბუს-ჰანმა მიიჩნია, რომ ფრინველები მკვდარი ცხოველის გარეგნობამ მიიზიდა და უბრალოდ დააბნია. ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტმა ირენ პეპერბერგმა კი განაცხადა, რომ ინდაურებს ამგვარი მოქცევა ახასიათებს და ისინი ხშირად აწყობენ ფერხულს ქვებისა და ხეების ირგვლივ.

მსგავსი პოსტები

Back to top button