მნიშვნელოვანისიახლეები

ამერიკელმა კუბილიუსმა მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე მიიწვია-კობახიძე

რეალობა არის ერთი, 1 120 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მხარი დაუჭირა მმართველ ძალას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ ლეგიტიმაციის შედეგია, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევა.

„მანამდეც, სალომე ზურაბიშვილი იყო უმცირესობის პრეზიდენტი, უფრო კონკრეტულად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. დღეს ის გახდა მოქალაქე ზურაბიშვილი. ეს არის ერთადერთი რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.

ამასთან ამერიკელი კონგრესმენის და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას არალეგიტიმური პრემიერი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ ჯო უილსონი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარ ანდრიუს კუბილიუსს შეადარა, რომელიც ოცნების რეჟიმის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა.

“სალომე ზურაბიშვილი ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია ინაუგურაციაზე. ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას, როგორც ამას აკეთებს ასიათასობით ადამიანი. როგორც მოქალაქე ზურაბიშვილი. ამერიკელი კუბილიუსის განცხადებებს არავითარი დატვირთვა არ აქვს” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button