ბაღდადში,ამერიკელმა სამხედროებმა, აშშ-ის საელჩოს თავზე დანაღმული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ამერიკულმა თავდაცვის სისტემამ საფრენი აპარატის გასანეიტრალებლად რაკეტები ისროლა, ინფორმაციას ერაყის უსაფრთხოების ძალები ავრცელებენ.ასევე ანბარის რეგიონში განთავსებულ აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. სამი რაკეტა ჩავარდა ამერიკელი სამხედროების ბაზაზე.
მიმდინარე წელს, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ 47 თავდასხმა განხორციელდა.