ამერიკელს სელფის გამო 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ 42 წლის მალიქ ალაჰ ფარადს 15 წელი და 8 თვე პატიმრობა მიესაჯა იმის გამო, რომ მან Facebook-ზე სელფი განათავსა, – გვაცნობებს Knoxville News Sentinel.

გამოქვეყნებულ ფოტოსურათზე ჩანს, რომ ფარადს ხელში 45-ე კალიბრის პისტოლეტი უჭირავს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, განაჩენი ქალაქ ნოქსვილის მთავარმა საოლქო მოსამართლე ტომ ვერლენმა გამოიტანა. ფარადი იარაღის უკანონო ტარებისთვის გაასამართლეს.

2000 წელს, ფარადი ანალოგიური დანაშაულისა და ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვისთვის პასუხისგებაში უკვე იყო მიცემული.

მსგავსი პოსტები

Back to top button