“ამერიკიდან საქართველოში თანხების გადმორიცხვა შეიზღუდა – მიზეზი სანქციებია”
ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში “ვესტერნ იუნიონის” გავლით, თანხების გადმორიცხვა ნაწილობრივ შეიზღუდა – ამის შესახებ რადიო თბილისთან, ამერიკაში მცხოვრებმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
ტელეკომპანია BMG-ს ყოფილი ტექნიკური დირექტორი, დავით ქართველიშვილი 3 წელია ამერიკაში ცხოვრობს. რადიო თბილისთან ამბობს, რომ შეერთებული შტატებიდან მცირე თანხების გადმორიცხვა ვერ შეძლო, რადგან საქართველო დღეიდან, 20 ივლისიდან სანქციების სიაშია.
რადიო თბილისი, ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ასევე Western Union -თან დაკავშირებას.
ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენ მათ პოზიციასაც გაცნობებთ.
მოუსმინეთ რადიო თბილისის ექსკლუზიურ ინტერვიუს დავით ქართველიშვილთან
“ფულადი გზავნილების შეზღუდვებზე ამერიკის საელჩოსთვის ცნობილი არ არის”
ეროვნულ ბანკში აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ
აშშ-და და პირიქით, გზავნილები ხორციელდება შეუფერხებლად – საქართველოს ეროვნული ბანკი