ამერიკის 2 შტატში წვიმამ 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში, თავსხმა წვიმის გამო, რომელმაც წყალსაცავებში წყლის რეკურდული მატება გამოიწვია, 7 ადამიანი დაიღუპა.
4 ოქტომბერს, სამხრეთ კაროლინის რიგ რაიონებში, 45 სანტიმეტრი ნალექი მოვიდა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ სამხრეთ კაროლინაში 5 ადამიანი დაიღუპა, ჩრდილოეთ კაროლინაში კი 2. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
სამხრეთ კაროლინის გუბერნატორმა, ნიკი ჰეილიმ სტიქიურ უბედურებას „ათასწლეულის თავსხმა“ უწოდა.
ქალაქი ჯორჯთაუნი მთლიანად იზოლირებულია, რადგან მისკენ მიმავალი გზები დატბორილია. 95-ე გზატკეცილის 112 კილომეტრიანი მონაკვეთი გადაკეტელია. ვირჯინიასა და ფლორიდაში მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”19615″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]