“ამერიკის დროით” – რადიო თბილისის ახალი პროექტი
13 დეკემბრიდან, ყოველ სამშაბათს, რადიო თბილისი ახალ პროექტს იწყებს, რომელიც მთლიანად შეერთებულ შტატებში მომზადდება.
რუსუდან წერეთელი ქართველი ჟურნალისტი და რადიო თბილისის წარმომადგენელი, რომელიც შეერთებული შტატების მოქალაქეცაა რადიო თბილისის ეთერში ქართველ ემიგრანტებს უმასპინძლებს.
რადიო თბილისის მენეჯმენტი ფიქრობს,რომ ეს პროექტი ერთგვარი ხიდი იქნება ამერიკასა და საქართველოს შორის და ხელს შეუწყობს თანამედროვე ქართველი ემიგრანტების წარმოჩენას, მათ ხედვას ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობაზე.
როგორ ცხოვრობენ ქართველები ამერიკაში, რას ფიქრობენ, რა პრობლემებს და გამოწვევებს აწყდებიან, როგორია მათი როლი განვითარებული ქვეყნის ისტორიაში, რას ნიშნავს მათთვის საქართველო…
გვისმინეთ ყოველ სამშაბათს, 19 საათიანი ახალი ამბების დასრულებისთანავე, რუსუდან წერეთელი ამერიკიდან რადიო თბილისის ეთერში წარმოგიდგენთ გადაცემას – “ამერიკის დროით”-თბილისზე FM93.5. გადაცემების ჩანაწერები ასევე განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე.
მოუსმინეთ პრომოს