ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული თხოვდება

იტალიელი ჩოგბურთელები – ფლავია პენეტა და ფაბიო ფონინი 2016 წლის ივნისში აპირებენ დაქორწინებას.

ამის შესახებ წერს გაზეთი Corriere del Mezzogiorno, რომელიც ფლავიას მშობლიურ ქალაქ ბრინდიზიში გამოიცემა. საქორწინო ცერემონიაც სწორედ ამ ქალაქში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, პენეტამ ამერიკის ღია პირველობა მოიგო, რის შემდეგაც კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ფონინი, რომელიც ფლავიაზე ხუთი წლით უმცროსია, 28-ე ნომერია მსოფლიო კლასიფიკაციაში. აშშ-ის ღიაზე მან მესამე წრეში შეძლო ესპანელი რაფაელ ნადალის დამარცხება.

მსგავსი პოსტები

Back to top button