მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ამერიკის კრიტიკული ანგარიში საქართველოს შესახებ

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

საქართველოს შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაუსჯელობა კვლავ პრობლემა რჩება. დოკუმენტში, ასევე, მიმოხილულია სხვადასხვა საკითხი, მათ შორის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი პრობლემები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შესახებ, თვითნებური ან შერჩევითი დაკავებების, გამოძიების და დევნის შესახებ, რომელთაც ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნევდა; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესახებ; ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შესახებ; მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდული პატივისცემის შესახებ; ლგბტ თემის მიმართ ძალადობის შესახებ.

“მთავრობამ მიიღო ზომები ზოგიერთი თანამდებობის პირის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის გამოძიებისთვის, თუმცა დაუსჯელობა რჩება პრობლემად. მთავრობის მიერ 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობაზე სარწმუნო გამოძიების არჩატარებამ და ძალადობის ორგანიზატორების პასუხისგებაში არმიცემამ გამოიწვია ამ ძალადობის დაუსჯელობა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

“წამება და არაადამიანური მოპყრობა” – ამერიკის სახდეპი მინიშვნელოვან თავს სააკაშვილს უთმობს

 

მსგავსი პოსტები

Back to top button