მსოფლიო

ამერიკის პირველი ლედის ბოლო დღე

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის მეუღლე ამერიკელებს მიმართავს. მელანია ტრამპი ამბობს, რომ განვლილი 4 წელი მისთვის დიდი პატივი იყო.

“ჩემო ამერიკელებო, შეერთებული შტატების პირველი ლედობა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო. მე შთაგონებული ვარ თქვენით. განვლილი 4 წელი დაუვიწყარი იყო. როდესაც თეთრ სახლში მოვედი, ვფიქრობდი იმ პასუხისმგებლობაზე, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი როგორც დედა. ჩვენი, როგორც ზრდასრულების და მშობლების ვალია უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ საუკეთესო შესაძლებლობები, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით. იყავით დაჟინებულები ყველაფერში, რასაც გააკეთებთ, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ძალადობა პასუხი არასდროს არის და ის არასოდეს იქნება გამართლებულ,“ – ამბობს მელანია ტრამპი.

ვაშინგტონში კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე გაძლიერებულია დაცვა, ადგილზე მობილიზებულია ეროვნული გვარდიის ათასობით წარმომადგენელი. ინაუგურაცია განსხვავებული იქნება.

ცერემონიას პანდემიისა და გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების გამო წინა წლებთან შედარებით ადამიანების მკაცრად განსაზღვრული რაოდენობა დაესწრება.

არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ფიცს კაპიტოლიუმის შენობის წინ 20 იანვარს დადებენ.

ღონისძიებას არ დაესწრება მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ის თავის მეუღლესთან ერთად პალმ ბიჩზე მიემგზავრება.

“შემიძლია დარწმუნებული ვიყო რომ მზადყოფნაშია ეროვნული გვარდია. მე ვამაყობ იმით, რომ 25 ათასი გვარდიელი ჩამოვიდა აქ ვაშინგტონში 50 შტატიდან რომ დაიცვას ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესი. დაეხმაროს ადგილობრივ პოლიციის დეპარტამენტებსა და შესაბამის სამსახურებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღეს,” – აღნიშნა ეროვნული გვარდიის უფროსმა, ვილიამ ვოლკერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button