მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ამერიკის პრეზიდენტმა პუტინს ჯალათი უწოდა

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯალათი უწოდა და უკრაინის დახმარების გზების შესახებ ისაუბრა.

ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან საუბრისას ჯო ბაიდენმა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის საშემოსავლო გადასახადის 8,2%-დან 25%-მდე გაზრდის ინიციატივა განიხილა.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის შედეგად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში 400 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვა იქნება შესაძლებელი.
„იცით, რამდენი მილიარდერია ამერიკაში? – ათასი. იცით, საშუალოდ რამდენს იხდიან ფედერალურ გადასახადებს? 8.2 პროცენტს. ვისაც მილიარდერებთან ვაჭრობა სურს, მათი საგადასახადო განაკვეთი? გამოიცანით? ისინი რომ 25 პროცენტს იხდიდნენ, ეს ნამდვილად არაა ყველაზე მაღალი განაკვეთი. იცით, ეს რას მოგვცემდა? 400 მილიარდ დოლარს მოიზიდავდა მომდევნო 10 წლის განმავლობაში.

წარმოიდგინეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამით. ჩვენ შეგვიძლია, ფუნდამენტურად შევამციროთ ფედერალური დეფიციტი. შეგვიძლია შინმოვლის უზრუნველყოფა. თანმიმდევრულად მეტის გაკეთებას შევძლებდით, მათ შორის საბოლოოდ შევძლებდით უკრაინის დაცვას ყასაბი პუტინისგან“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს ჯალათი 2022 წელსაც უწოდა, როდესაც ის უკრაინელ ლტოლვილებს ხვდებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button