მნიშვნელოვანირეგიონი

ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით, ეროვნული თანხმობის დეკლარაცია მუშავდება

ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით, ეროვნული თანხმობის დეკლარაცია მუშავდება.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით, ეროვნული თანხმობის დეკლარაციის შესაქმნელად, აკადემიურ წრეებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო.

ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი დეკლარაციის ავტორებთან შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის საგარეო ურთიერთობების დირექტორის, ხათუნა ბურკაძის განმარტებით, თანხმობის დეკლარაციას მხარს უჭერს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც.

“ეროვნული თანხმობის დეკლარაციის მიზანი საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირების ხელშეწყობა და საერთო ღირებულებებზე დამყარებული თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი საზოგადოების წევრების დაახლოებაა. უკვე მივიღეთ მხარდაჭერის პირობა, დიპლომატიური კორპუსისგან, შესაძლებლობის ფარგლებში აქტიურად დაგვიჭერენ მხარს “-განაცხადა ბურკაძემ.

დეკლარაციის გარშემო დისკუსიაში, თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, შემდგომ კი რიგითი მოქალაქები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button