ამერიკის სახელმწიფო მდივანი პარასკევს ეწვევა ისრაელს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარასკევს, 3 ნოემბერს ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. ის შეხვდება მთავრობის წევრებს და შემდეგ ექნება სხვა გაჩერებები რეგიონში.
„ბლინკენი პარასკევს გაემგზავრება ისრაელში, რათა შეხვედრები გამართოს ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებთან და შემდეგ შეხვედრებს გამართავს რეგიონის სხვა ქვეყნებშიც“, – თქვა მილერმა.
ამ თვის დასაწყისში ბლინკენი ეწვია ისრაელს, იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ეგვიპტეს.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ბლინკენი ისრაელში ორჯერ ჩავიდა. ის ასევე იმყოფებოდა იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ეგვიპტეში.