მნიშვნელოვანირეგიონი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ შექმნილი ინსტალაცია თელავის თეატრის წინ გამოჩნდა

“საქართველოს აერთიანებ შენ”- ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ შექმნილი ინსტალაცია თელავის თეატრის წინ გამოჩნდა.
ინსტალაცია საქართველოს რუკის ფორმისაა და ის ქვეყანასთან და თელავთან დაკავშირებული წიგნებით, პუბლიკაციებით და ფოტოებით არის შექმნილი.

რუკაზე საქართველოს 88, სპეციალურად შერჩეული ფოტო და გამოსახულებაა, რომლებიც Ქართული ისტორიის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს ასახავენ.

“ყველა სხვადასხვა სფერო, ადგილი, ადამიანი, პერსპექტივა ჯამში ქმნის საქართველოს. ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია. მრავალფეროვანი მიდგომა გვაძლიერებს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ერთნაირები, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. საქართველოს აერთიანებ შენ” – ნათქვამია საელჩოს მიერ გაკეთებულ პროექტის აღწერაში.
ინსტალაცია ,,ერთიანი მრავალფეროვნების რუკა” თელავში 28 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.

პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთი ინსტალაცია ,,ერთობა დაყოფის წინააღმდეგ” თელავში 7-17 ივლისს მოეწყობა

მსგავსი პოსტები

Back to top button