მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ამერიკულ-გერმანულ Pfizer/BioNtech-ის ვაქცინას საქართველო დღეს მიიღებს

საქართველომ დღეს ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNtech- ის ვაქცინის 29 500 დოზა უნდა მიიღოს. ამ ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ია.
საქართველომ ვაქცინაცია ბრიტანულ-შვედური კონცერნის AsrtaZeneca-ს -ს ვაქცინით 15 მარტს დაიწყო, ქვეყანამ ასტრაზენეკას 43200 დოზა 13 მარტს მიიღო.
ვაქცინაცია პირველ ეტაპზე მედპერსონალს უტარდება. ასაცრელად დარეგისტრირებას კი ხვალიდან, 25 მარტიდან უკვე 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებიც შეძლებენ.