მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ამერიკულმა კომპანიამ კორონავირუსის ვაქცინაზე ცდები შეწყვიტა

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson კორონავირუსის ექსპერიმენტულ ვაქცინაზე კლინიკურ ცდებს ერთ-ერთი მონაწილეში „აუხსნელი დაავადების“ გამოწვევის გამო წყვეტს.

”ჩვენი გაიდლაინების შესაბამისად, მონაწილის დაავადება განიხილება და ფასდება მონაცემთა უსაფრთხოების მონიტორინგის დამოუკიდებელი საბჭოს (DSMB), ასევე ჩვენი შიდა კლინიკური და უსაფრთხოების ექიმების მიერ. მოულოდნელი სერიოზული გვერდითი მოვლენის (SAE) დაფიქსირდების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ვაქცინასთან ან საკვლევ პრეპარატთან, ჩვენი კვლევები ჩერდება. სანამ კვლევის განახლების შესახებ გადაწვყვეტილებას მივიღებთ, ყველა სამედიცინო ინფორმაცია სიფრთხილით გადაიხედება,” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Johnson & Johnson-მა კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინაზე ცდების მესამე ეტაპი 23 სექტემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან 60 000 ადამიანს უნდა მიეღო. ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე ცდის ფაზა 3-ის შეჩერების მეორე შემთხვევაა. გასულ თვეში, მონაწილეში გამოვლენილი ნერვოლოგიური გართულებების გამო, ცდები ბრიტანეთში, კომპანია AstraZeneca-ც შეაჩერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button