მსოფლიოსიახლეები

“ვაქცინა შესაძლოა, გადაარჩენს მილიონობით ადამიანს”

„უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა შესაძლოა ერთადერთი იარაღი იყოს, რომელიც მსოფლიოს ნომალური ცხოვრების რეჟიმში დააბრუნებს, გადაარჩენს მილიონობით ადამიანის სიცოცხლესა და ტრილიონობით დოლარს“, -ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ვიდეოკონფერეციის დროს განაცხადა.

მან მსოფლიოს ქვეყნებს, გლობალური ვაქცინის შექმნის მიზნით, გლობალური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გვჭირდება ამბიციური ძალისხმევა, რომ უზრუნველვყოთ, საერთაშორისო მოთამაშეებმა ჰარმონიულად, ინტეგრირებულად იმუშაონ, რათა სწრაფად შეიქმნას ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა გუტიერეშმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 2 084 744 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსს 134 685 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button