სამხრეთ კორეაში ახალი ვირუსი COV მძვინვარებს [VIDEO]

სამხრეთ კორეაში ახალი ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. ორი დღის წინ, დავირუსებულთა რიცხვი 50 ადამიანს ითვლიდა, დღეს კი – 87-ს. 6 ადამიანი უკვე გარდაიცვალა.

განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ დღეიდან 1869 სკოლა დაიხურება.

The Middle East Respiratory Syndrome corona virus (MERS-CoV) – შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი კორონავირუსი – როგორც წესი,პნევმონიით დაავადებაში ვლინდება. პაციენტებს სუნთქვის გართულება აღენიშნებათ, იშვიათად, დიარეა და პირღებინება. უმეტესობა ხელოვნური სუნთქვისაპარატზეა მიერთებული.

ათი წლის განმავლობაში, ამ ტიპის ვირუსები განიხილებოდა როგორც უვნებელი, რომლის დროსაც აღინიშნებოდა მხოლოდ გაციება და დიარეა. ეს გრძელდებოდა 2002 წლამდე, სანამ MERS-ის მონათესავე – CoV-ის ვირუსის ეპიდემიამ არ იფეთქა.

დღემდე, ექსპერტებს არ გააჩნიათ ვირუსის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია. ერთ-ერთი ვერსიით, იგი შესაძლოა ადამიანზე ხილიდან გადავიდეს,რომელთანაც კონტაქტი დაავადებულ ღამურას ჰქონდა. გადამტანთა ეჭვის ქვეშ აგრეთვე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და შინაური საქონელი ითვლება,მაგალითად, აქლემი.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დღეისთვის არ არსებობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button