მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის ცენტრალურ მოედანზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები მიმდინარეობს.

უკვე რამდენიმე საათია, თელავის ცენტრალურ მოედანზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები მიმდინარეობს.
26 მაისის აღსანიშნავად, ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროს გამოფენილი აქვს ტექნიკა, სამხედრო ტანსაცმელი და არასაბრძოლო მოქმედებაში მყოფი იარაღი, რომლის დათვალიერება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

თელავის დრამატული თეატრის წინ მოწყობილ სცენაზე, ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საბავშვო ანსამბლები, კონცერტს ატარებენ.

ღონისძიებას ესწრებიან მეწარმეები, რომლებსაც საკუთარი ნახელავის გამოფენა- გაყიდვა აქვთ მოწყობილი.
დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება, ცენტრალურ მოედანზე განთავსებული ისტორიული გამოფენები, ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები, მოწყობილია სახელოვნებო პავილიონი, სადაც ნებისმიერ მსურველს ნახატების შექმნა შეუძლია.

მსგავსი საზეიმო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები, დღეს, კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და ისინი, საღამომდე გაგრძელდება.

ღონისძიებას ორგანიზებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button