მნიშვნელოვანი

„ხმები წულუკიანის კანდიდატობაზე შიდაპოლიტიკური შავი პიარია“ – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ან დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის სავარაუდო კანდიდატობაზე ხმებს მათი შიდა პოლიტიკური ოპონენტები ავრცელებენ, ,,რაც უფრო შავი ნაწილის პიარია, ვიდრე რეალური განხილვის საგანი“. ამის შესახებ გია ხუხაშვილმა რადიო თბილისის ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, თეა წულუკიანსა და სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმის მიღება, ,,ოცნების“ გუნდიდან ენძელა მაჭავარიანს შეუძლია, რადგან მათგან განსვავებით, ნეგატიური რეიტინგი მაინც არ აქვს ელექტორატში.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ის პოლიტიკური ძალა მოიპოვებს, ვინც მეტს გადაიხდის. მისი თქმით, ამ მხრივ, ხელისუფლება გამარჯვების მთავარი კანდიდატია და არ აქვს მნიშვნელობა, ვის კანდიდატურას წარადგენს არჩევნებზე.

მოისმინეთ გია ხუხაშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button