მნიშვნელოვანისიახლეები
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მისმა პირადმა ექიმმა მოინახულა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გვიან ღამით მისმა პირადმა ექიმმა მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ვიდრე წინა დღეებში.
მან ისაუბრა შიმშილობის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებულ რისკებზე და აღნიშნა რომ რეაბილიტაცია არის რთული და საფრთხის შემცველი.
ასევე, კომენტარი გაკეთდა ალტერნატიული კონსილიუმის შექმნის მნიშვნელობაზეც, ექიმების მტკიცებით, აუცილებელია, მათ მიეცეთ საშუალება, სრულფასოვნად უმკურნალონ ექსპრეზიდენტს.
ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის და ალტერნატიული კონსილიუმის წევრის ოთარ თოიძის კომენტარები