მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ანსამბლ “ლაკვასტას” დამაარსებელი ამირან არჩვაძე გარდაიცვალა

71 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული ქორეოგრაფი ამირან არჩვაძე გარდაიცვალა.

მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.

თავის მიერვე დაარსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიას და ანსამბლ “ლაკვასტას” ის ათეულობით წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა.

ეროვნულ მოცეკვავეთა ჯგუფს ეროპის და აზიის ქვეყნების დიდ სცენებზე არაერთხელ უჩვენებია ქართული კულტურის საგანძური უცხოელი და ქართველი მაყურებლისთვის.

ამირან არჩვაძეს მოღვაწეობის მანძილზე მრავალი პრიზი და ჯილდო აქვს მიიღებული. ის იყო საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წევრი.

ბრწყინვალების ორდენის მფლობელი და დამსახურებული ქორეოგრაფი.

მსგავსი პოსტები

Back to top button