მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ამირან გამყრელიძე ჩინური ვაქცინის გაკეთებას გეგმავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას აპრილში აპირებს. როგორც გამყრელიძე აცხადებს, ის შესაძლოა ჩინური ვაქცინით აიცრას.

„იცით, რომ დეკემბერში გადავიტანე კორონავირუსი. აპრილის ბოლოს მომიწევს [აცრის გაკეთება] და აუცილებლაად ავიცრები, შეიძლება, ავიცრა სწორედ ჩინური ვაქცინით”.-განაცხადა გამყრელიძემ

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო. მისი გამოყენება დაიწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მიღების შემდეგ. გარდა ამისა, ჩინეთი საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინებს.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ვაქცინაცია ამ დრომდე ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button