მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ამირან გამყრელიძე ენგურის ხიდზე კოვიდვითარებას და შესაბამის სამუშაოებს გაეცნო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.
იგი ადგილზე კოვიდვითარებასა და შესაბამის სამუშაოებს გაეცნო.
დილით ამირან გამყრელიძე რუხის კოვიდკლინიკაში, ხოლო მოგვიანებით ევექსის ჰოსპიტალს ეწვია.
დღესვე დაგეგმილია შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც გამყრელიძე პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხებს.