მნიშვნელოვანისიახლეები

ამირან გამყრელიძე ექსპრეზიდენტს მოუწოდებს შეწყვიტოს შიმშილობა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს დაჟინებით მოუწოდებს შეწყვიტოს შიმშილობა

ეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა პაციენტი. პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ორივე კონსილიუმის შემადგენლობას ენდობა.

„მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია და რომლის შემადგენლობაშიც ხუთი გამორჩეული ექიმია. ვიცნობ თითოეულ მათგანს და პატივს ვცემ. ზოგადად, ექიმები აპოლიტიკური ხალხია, პაციენტი ჩვენთვის პაციენტია. “ – განაცხადა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, მიხეილ სააკაშვილზე და მის ჯანმრთელობაზე საუბრისას განაცხადა, რომ კონსილიუმის საჭიროება იმ ფორმატით, რომელიც რუსთავის დაწესებულებისთვის მუშაობდა, დღეს გლდანის სამედიცინო დაწესებულების ფორმატში აღარ დგას.

“კონსილიუმი რუსთავის დაწესებულებაში შეიქმნა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც მოხდა სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის გადაყვანა, კონსილიუმის გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება ნამდვილად აღარ დგას. ჩვენი შეფასებით, კონსილიუმის საჭიროება იმ ფორმატით, რომელიც რუსთავის დაწესებულებისთვის მუშაობდა, დღეს გლდანის სამედიცინო დაწესებულების ფორმატში აღარ დგას,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button