მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ამნისტიის კანონპროექტის განხილვამდე “ლელო” საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

20 ივნისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნამდე ამნისტიის კანონპროექტის განხილვა მიუღებელია პარტია „ლელოსთვის“

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ინიცირებულმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ დაასკვნას ადეკვატურად, თუ რა მოხდა 20 ივნისს აქციაზე. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის გარეშე არავითარი კანონპროექტი არ უნდა გავიდეს და “ქართულმა ოცნებამ” უნდა გამოიჩინოს სწორი პოლიტიკური ნება, დაელოდოს ამ საგამოძიებო კომისიის დასრულებას და შემდეგ გავიდეს ამნისტიის კანონი განსახილველად,” – განაცხადა პარტია ლელოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, უქმე დღეების დასრულების შემდეგ, პარლამენტში გამართულ პირველივე ბიუროს სხდომაზე ამნისტიის ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება. მსჯელობა კი საკომიტეტო მოსმენებზე გაგრძელდება.

მთავარი განსხვავება პუნქტია, რომელიც სამართალდამცველებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, მხოლოდ დაზარალებულების თანხმობის შემთხვევაში გულისხმობს.
სწორედ ეს პუნქტია “ქართული ოცნებისთვის” მიუღებელი და განმარტავენ რომ, ამგვარი მოთხოვნა შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ეწინააღმდეგება

მსგავსი პოსტები

Back to top button