მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ამნისტიის კანონპროექტზე პოლიტიკური მხარეები ვერ თანხმდებიან

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურმა მხარეებმა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.
უმრავლესობაში ირწმუნებიან, რომ მათი კანონპროექტი შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ყველა პუნქტს აკმაყოფილებს.

“მუხლებით არის კონკრეტული ჩანაწერი გაკეთებული ოპოზიციურ ვერსიაში მაშინ, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტში ცალსახად არის განსაზღვრული, რომ ის ყველა პირს და შემთხვევას ეხება, რომელიც 19-21 ივნისის მოვლენებთან არის დაკავშირებული, ასე რომ ერთადერთი ჩამკეტი, რაც შეიძლება აქ იყოს ეს მხოლოდ და მხოლოდ კონვენციური, ანუ მძიმე მუხლებით შემოფარგვლაა. ამნისტიის აქტის ვერსია, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ არის რეგისტრირებული არის სრულ თანხვედრაში შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებასთან, თუმცა განხილვების ჭრილში რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ შესაბამისი არგუმენტები,” – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტში ინიცირებულია ამნისტიის 2 სხვადასხვა კანონპროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ ცალ-ცალკე მოამზადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button